ბილეთი წიგნის ყდასარეკლამო ბანერი

ბილეთი:

+ არის თამაშზე შესასვლელი ბილეთი,დამადასტურებელი საბუთი,რომ ადამიანს შეუძლია თამაშზე დასწრება.გატყობინებს რა და რა გუნდები თამაშობენ.ასევე გაცნობებს შესვლის ფალსს,რიცხვს და დროს თამაშისას,სად ტარდება თამაში ტერიტორიულად.

+პროდუქტის სამიზნე აუდიტორია არის ის ადამიანები,ვისაც სპორტის უყვარს (კერძოდ რაგბი)

+სამიზნე აუდიტორიაში რეაქციის გამოწვევას იწვევს წარწერა–”ევროპის ერთა თასი”,შეიძლება ეს წარწერა არ იყოს და მაგალითად იყოს “მსოფლიო ჩემპიომატი”, “ჯგუპური თამაშები” და ა.შ

+ვისთან არის თამაში,ბილეთის ფასი,სად როდის და რომელ საათზე,რისი თასია

+ამ ბილეთის დიზაინზე ვერ იტყვი,რომ დიდხანს იფიქრა დიზაინერმა,რადგან ძალიან მარტივად არის აწყობილი.ძალიან აგებს ყვიტელი ფერი ფონზე.ყვითელ ფონზე თეთრი შრიფტი თითქმის არ ჩანს.ნათლად ჩანს ვინ ვის ეთამაშება.ისიც მხოლოდ დროშებით თუ გაარკვევ და ვინც მნიშვნელობა არ იცის თუ რომელი ქვეყნის დროშებია ხომ ალბათ საერტოსდ ვერ მიხვდება ვინ ვის ეთამაშება.

წიგნის ყდა:

+ეს არის წიგნი,რომელიც გასწავლის შრიფტის დამწერლობას სხვადასხვა სტილითა თუ დიზაინით.ძალაინ კარგი დამხმარეა გრაფიკული დიზაინის მიმართულებისთვის.

+სამიზნე აუდიტორია არიან: გრაფიკოსები,ის ადამიანები,რომლებსაც აინტერესებთ ლათინური ასოები სხვადასხვა დიზაინში,ჩვეულებრივი ადამიანი,რომელსაც უბრალოდ აინტერესებს დამწერლობა და მისი ისტორია,დიზაინერები,პროგრამისტები

+ვიზუალურად ძალაინ მომხიბვლელია ციგნის ყდა,აუდიტორიაში კი ზუსტად ეს წითელი,შავი და ნაცრისფერი ფერები იწვევენ რეაქციას.გიჩნდება მოლოდინი,რომ ნახავ ამომწურავ ინფორმაციას მსოფლიო შრიფტებთან დაკავშირებით.

სარეკლამო ბანერი:

+არის სარეკლამო ბანერი,რომელიც რეკლამას უკეთებს ღვინოს,ასევე შეიძლება ითქვას,რომ კახეთს(კერძოდ სიღნაღს).ადამიანებს გააცნოს თავი თავისი ღვინით და ტრადიციებით.

+უცხოელები,ღვინის მოყარულები.

+ძალიან დაგაინტერესებს ის ადგილი,რაც ბანერზეა გამოხატული,ასევე მოგინდება გასინჯვა  იმ ღვინის.

 

  1. Liza Cheishvili
    January 16, 2011 at 2:49 pm

    ბატონო ოთარ, სამწუხაროდ ვერ შევძელი დავალების კარგად შესრულება.ბევრი კითხვა მაქვს თქვენთან.

  2. January 19, 2011 at 1:45 pm

    ლიზა, ვეცდები მე ჩემი მხრივ გავაკეთო კომენტარი:

    პირველი მაგალითი არც ისეთი მარტივია. ბილეთს რამოდენიმე ფუნქცია აქვს:

    1. მაყურებლისთვის, რომელიც შეიძენს ბილეთს:
    ა)ყიდვის მომენტში ნათლად უნდა ჩანდეს, რა თამაშზეა ბილეთი და რა ღირს;
    ბ)სტადიონზე მისულმა ადვილად უნდა იპოვნო შენი ადგილი.
    სავსებით გეთანხმები, რომ თეთრი წარწერა ყვითელ ფონზე არაფრად არ ვარგა. თუმცა დროშები, პირიქით, მომწონს.
    მე მოვიქცეოდი ასე: გავმიჯნავდი ერთმანეთისგან ა) და ბ) ფუნქციას უფრო მკაფიოდ, ანუ ვიზუალურად უფრო ნათლად დავაჯგუფებდი ინფორმაციას. ამ ბილეთზე ეს ნაწილობრივ გაკეთებულია: იარუსი, სექტორი, რიგი, ადგილი ერთ მწკრივადაა და კარგად ჩანს. მაგრამ დანარჩენი ტექსტი გაფანტულია და ერთიან ბლოკს არ ქმნის. ეს იმიტომ ხდება, რომ ვერტიკალზე წარწერები არც მარცხნივ, არც მარჯვნივ არაა გასწორებული და აქეთ-იქით გარბის. ეს რომ რამე ესთეტურ მიზანს ემსახურებოდეს, კი, მაგრამ ასე არაა – უბრალოდ როგორც მოუხვდათ, ისე ჩაყარეს. ამასთან დაკავშირებით გამახსენდა ერთი კარგი ფრაზა დიზაინის სახელმძრვანელოდან: წესების დარღვევა შეიძლება, მაგრამ იგნორირება – არა!
    მე ზედა ნაწილში ტექსტს ისე დავალაგებდი, რომ ერთი მკაფიო მართკუთხა ბლოკი შეექმნათ. ამით ეს ინფორმაცია ერთ ბლოკად აღიქმებოდა.

    2. ბილეთის მეორე ფუნქციაა დაცვის ფუნქცია. ბილეთი ისე უნდა გაკეთდეს, რომ მისი გაყალბება ძნელი იყოს და კონტროლიორმა ადვილად გაარჩიოს ნამდვილი ბილეთი ყალბისგან. ამისთვის არსებობს სხვადასხვა მეთოდები, რომლებიც მე კარგად არ ვიცი – ბილეთის დიზაინი არასოდეს გამიკეთებია. როგორც წესი, ეს არის წვრილი გრაფიკული დეტალები, ნაბეჭდი გარდამავალ ფერებში (გრადიენტით) სპეციალური დამცავი ჰოლოგრამები დ.ა.შ. ამ ფუნქციას შენ მაგალითში მოყვანილი ბილეთი საერთოდ ვერ ასრულებს.

    3. ბილეთისთვის როგორც წესი იბეჭდება ბლანკი – ანუ ცარიელი ბილეთი, რომელზეც მითითებულია მხოლოდ სტადიონი, დარბაზი ან ჩემპიონატი თუ ფესტივალი. იგი იბეჭდება თავისი დამცავი ნიშნებით და რადგან ასეთი ბეჭდვა ძვირია, ჯობია დიდი რაოდენობით დაიბეჭდოს ცარიელი. ამის შემდეგ უკვე დაბეჭდილი ბლანკების ნაწილზე იბეჭდება ინფორმაცია კონკრეტული ღონისძიებისთვის – დრო, ადგილი, ფასი დ.ა.შ. – როგორც წესი, ჩვეულებრივ პრინტერზე.

    4. და ბოლოს, ბილეთს აქვს საიმიჯო ფუნქცია – ბილეთი არის ღონისძიების, სტადიონის, დარბაზის რეკლამა. ამიტომ ბილეთი უნდა იყოს საფირმო სტილის მატარებელი და ვიზუალურად გადმოსცემდეს ამ დარბაზის თუ ღონისძიების იმიჯს. შენი ბილეთი არც ამ ფუნქციას ასრულებს.

    დაათვალიერე ჩემი ახალი პოსტი ბილეთები სექციაში Impressions

  3. January 19, 2011 at 4:28 pm

    ახლა რაც შეეხება ბანერს:
    ბანერის ფუნქცია არის შორიდანვე მიიზიდოს ყურადღება და სწრაფად ჩაბეჭდოს მაყურებლის ცნობიერებაში გარკვეული შეტყობინება. ამ შემთხვევაში ეს სარეკლამო ბანერია, ანუ მნახველს უნდა გაუჩნდეს ინტერესი გარკვეული მომსახურების მიმართ.

    იმისთვის რომ ბანერმა შეასრულოს ეს ფუნქცია, მასზე აუცილებლად უნდა იყოს რაიმე ძლიერი, მკაფიო, დამახსოვრებადი ვიზუალური აქცენტი. არაფერი მსგავსი ამ ბანერზე არ არის.

    ფერები მთელ ბანერზე ჩამქრალია და ძლიერი კონტრასტები არ არის. ერთადერთი ინდივიდუალური ობიექტი არის ეკლესია, მაგრამ მასზე ყურადღების კონცენტრაციას ხელს უშლის ბანერის ზედა მარცხენა კუთხეში ყურძნის მტევანი – რომელიც თითონ მხოლოდ უფორმო ლაქად ჩანს, მაგრამ ყურადღება მიაქვს. წარწერა პარტარაა და დეკორატიული შრიფტითაა შესრულებული, მის წაკითხვას ძალისხმევა სჭირდება. ამდენად, ბანერზე არაფერია, რასაც თვალი მოეჭიდებოდა. უღიმღამო ბანერია.

  1. No trackbacks yet.

Leave a reply to Otar Karalashvili Cancel reply