Home > რეხვიაშვილი თედო, Work > დავალება N 1: შრიფტების კლასიფიკაცია–პასუხები

დავალება N 1: შრიფტების კლასიფიკაცია–პასუხები

1. “კოლხეთისა”და “ბალავერის”  შრიფტები სერიფით განსხვავდება დანარჩენი შრიფტებისაგან, მათი სერიფები სწორია და  რბილად არ ეუღლება ძირითად შტრიხს,

1.1. “კოლხეთის’ და “სანეტის” შრიფტები განსხვავდება სხვებისაგან იმიტ რომ მათ არ აქვტ სქელი და წვრილი შტრიხები, მხოლოდ ერთი სახის შტრიხი აქვთ.

1.2. სქელ და წვრილ შტრიხებს შორის ყველაზე ნაკლები კონტრასტი აქვს “ტელეონს”, “ბალავერს” და “ჩვეულებრივს”, ყველაზე დიდი, კი “ჩვეულებრივს”.

1.3. რაც შეეხება ანალოგიას, პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ყველა შრიფტი მხედრულია, ყველა შრიფტის სერიფი დახრილია გარდა “კილხეთისა” და “ბალავერისა”.

1.4. შტრიხის ერთფეროვნებიტ ერთმანეთთან ახლოსაა “კოლხეთის”, “სანეტისა” და “ტელეფონის” შრიფტები.

2.ქართულ შრიფტებს, ამ შემთხვევაში მხედრულს,  ახასიათებს სერიფების სიმრავლე, განსაკუთრებით “გორდას”, ახასიათებს  უფრო წვრილი , სადა და ერთფეროვანიშტრიხი, დახვეწილია და ნატიფი, გამოირჩევა თვითმყოფადობით.

3.ყველაზე უფრო ძველის შთაბეჭდილებას ტოვებს “გორდა”, ხოლო თანამედროვესას, კი “სანეტი”.

4.ყველაზე მეტად მომეწონა “გორდა”, რადგანაც ძალიან მიყვარს ყველაფერი ძველქართული და ის მასთან ახლოსაა, არ მომეწონა “ბალავერი”, ცოტაარიყოს ტლანქად მეჩვენება.

  1. January 18, 2011 at 10:02 am

    თედო, ჯერ-ჯერობით პირველი ხარ, ვინც ეს დავალება ნაწილობრივ მაინც შეასრულა. ჩემი კომენტარი გასაგები რომ გახდეს, შენი პოსტის პუნქტები დავყავი ქვეპუნქტებად.

    1. სწორად ვერ გაგიგია, რა არის სერიფი. სერიფი ლათინურ შრიფტში არის წვრილი ხაზი, რომლითაც მთავრდება ძირითადი შტრიხი. ჩვენი ბლოგის მარჯვენა სვეტში, სექციაში Articles, გახსენი ლინკი An Introduction to Type და ამ სტატიის პირველივე გვერდზე მოძებნე ქვესათაური Character components. ამ ქვესათაურის ქვევით არის ნახაზი, სადაც განმარტებულია (ინგლისურად) ასოების კომპონენტები. სერიფი ამ ნახაზზე მითითებულია ასო p-ს ქვედა ბოლოში.

    ზოგ ლათინურ შრიფტს სერიფები აქვს, ზოგს – არა.

    ქართულ შრიფტებს სერიფები საერთოდ არ აქვს. სამაგიეროდ, ზოგ ქართულ შრიფტს – “გორდას”, “დუმბაძეს”, “ლიტერატურულს” – აქვს შესქელებები (წვეთი) ძირითადი შტრიხის ბოლოს, მაგალითად, ასო ი-ს მარცხენა ფეხზე შრიფტში “ლიტერატურული”.

    “კოლხეთს”, “ტელეფონს”, “სანეტს”, “ჩვეულებრივს” ასეთი შესქელებები არ აქვს.

    ვერ მივხვდი, რითი გავს ერთმანეთს “ბალავერი” და “კოლხეთი”. ალბათ იმის თქმა გინდოდა, რომ “ბალავერი” და “სანეტი” უფრო კუთხოვანია, დანარჩენი შრიფტები კი – უფრო მრგვლოვანი. ეს მართალია.

    1.1., 1.2. და 1.4. – “კოლხეთს” და “სანეტს” მართლაც ყველაზე ნაკლები განსხვავება აქვთ წვრილ და მსხვილ შტრიხს შორის. მცირე კონტრასტი აქვს “ტლელფონს”, “ბალავერს” და “ჩვეულებრივს”, ეს სწორია. უფრო მკაფიო განსხვავება ახასიათებს “ლიტერატურულს” და “გორდას”, ყველაზე მკაფიო კი – “დუმბაძეს”

    1.3. – ვერ ვხვდები, რას გულისხმობ.

    2. ალბათ, იმის თქმა გინდა, რომ “გორდას” ბევრი დეკორატიული ელემენტი აქვს. ნატიფი და თვითმყოფადი – კი ბატონო, მაგრამ სადა სწორედ რომ “გორდა” ყველაზე ნაკლებადაა, მაგალითად, “ტელეფონი” ან “კოლხეთი” ბევრად უფრო სადაა – ნაკლები ზედმეტი ელემენტი აქვთ. ზედმეტ ელემენტში ისეთ ელემენტს ვგულისხმობ, რომელიც აუცილებელი არაა იმისთვის, რომ ასო ვიცნოთ. მაგალითად, “გორდა”-ში ასო ო-ს მარჯვენა ფეხზე ან ასო რ-ს ზედა ბოლოში დამატებითი შტრიხები მხოლოდ დეკორატიულია, ასოს მათ გარეშეც ამოვიცნობდით.

    3. ყველაზე ძველის შთაბეჭდილებას მართლაც “გორდა” ტოვებს, “სანეტი” (და, ჩემი აზრით, “ტელეფონი”) – ყველაზე თანამედროვეს. ეს იმიტომ ხდება, რომ:

    ა)”გორდას” ბევრი დეკორატიული ელემენტი აქვს, “სანეტს” – ცოტა (მაგრამ მაინც აქვს, მაგალითად, ასო ნ-ს თავი სწორი კი არა, მორკალულია, ასევე ასო ს-ს რკალი მარჯვნივ სწორად კი არ ბოლოვდება, დეკორატიული ფორმა აქვს). ამ მხრივ ნაკლები დეკორატიულობა ახასიათებს “ტელეფონს”.
    ბ)”გორდას” სტრიქონის ცენტრალური ნაწილი (მაგალითად, ასო დ-ს თვალი) ყველაზე პატარაა მთელ ასოსთან შედარებით, სანეტის (ასო ნ-ს თვალი) და ტელეფონის (ასო ნ-ს თვალი)- ბევრად მსხვილია მთელ ასოსთან შედარებით. სტრიქონის შუა ნაწილი გამსხვილება შრიფტის გათანამედროვების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნიშანია.

    4. გეთანხმები იმაში, რომ “ბალავერი” ყველა დანარჩენ მოყვანილ შრიფტზე უარესია, მართლაც მოუხეშავი და ტლანქია. დანარჩენი შრიფტები მეტ-ნაკლებად ყველა ვარგა. შენ კი გიყვარს ძველებური იერის მქონე ყველაფერი, მაგრამ გააჩნია, რას აკეთებ. “გორდას” ძველებური ეფექტის მისაღწევად მეც ვიყენებ, მაგრამ ძველებური ეფექტის მიღწევა ყოველთვის არ მჭირდება – მაშინ სხვა შრიფტს ვირჩევ.

    საზოგადოდ, ეს დავალება (მას მერე რაც ამ შენიშვნებს წაიკითხავ) შეიძლება შესრულებულად ჩაითვალოს. დააკვირდი ხოლმე შრიფტებს!

  2. tevdore
    January 18, 2011 at 6:20 pm

    ოთარი მას.. სერიფს, რაც შეეხება, მე მეგონა რომ წვრილი ხაზი სერიფია , რომლითაც მთავარი შტრიხი ბოლოვდება და ამასთან ერთად სერივი გავიაზრე როგორც შვერილი წვრილი ხაზი მთავარი შტრიხიდან … აი მაგალითად ასო “ჭ” მთავარ შტრიხთან არსებული თვალის დაბოლოებები რომლებიც შტრიხის მეორე მხარესაა.. სწორედ ეს დაბოლოებები გავიაზრე სერიფებად.. და ამის მსგავსი ნაწილაკები,, რომლებიც შტრიხიდან გამოდის სხვადასხვა ასოს შემთხვევებში..

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: