Home > ნადარეიშვილი თათია, Work > poster version for General elektriks, best version I think

poster version for General elektriks, best version I think

  1. Tatia Nadareishvili
    January 15, 2011 at 8:40 am

    ეს ბოლოს გავაკეთე და ვფიქრობ ყველას ჯობია,თავის მაგივრად რომ პირი აქვს იდეურადაც და ვიზუალურადაც უფრო გამართულს ხდის

  2. ia ninoshvili
    January 16, 2011 at 9:07 am

    მართალი ხარ, თავის გარეშე ბევრად უკეთესია, შრიფტიც საინტერესოდ გაქვს გადაწყვეტილი, ოგონდ მარჯვენა მხარეს რო პატარა მრგვალი ბურთულებია არაფერს არ შვება, ამოვარდნილია, თუ გინდა მანდ რამე იყოს, მაშინ ჯობია ოთკუთხედი ფორმისა და იმავე ფერის გააკეთო როგორც
    ის ხაზებია შრიფტთან, კიდე შეგიძლია, ეგ ფერადი ხაზები ზოგგან დაბლაც გაათამაშო.

  3. Tatia Nadareishvili
    January 16, 2011 at 11:56 am

    ok. ვცდი აბა ფერად ოთხკუთხედებს,საინტერესო იდეა იყო,გმადლობ;)

  4. January 16, 2011 at 10:56 pm

    ეს ვერსია ნამდვილად ყველას ჯობს – თავიანები, სიმართლე გითხრა, მგონი ცოტა გადაწვალებულია – მე სახეზე ამდენ რამეს არ ვიჩალიჩებდი. თორემ ისე სახიანებიც კარგია.

    მაინც ახლა შორიდან ვუყურებ (პატარა Thumbnail-ს)და თვალში მხვდება, რომ ქვედა ლაქა (მხრები და კისერი) ცოტა მძიმეა და უფორმო. ან ოდნავ დავავიწროვოთ მხრები, ისე რომ არ იჭრებოდეს, ანუ სულ წვრილი თეთრი არშია დარჩეს გვერდებიდან, და კისერიც მეტი გამოჩნდეს, რომ ფორმა აღიქმებოდეს -ჰა? თან ზედა წარწერასაც გაუსწორდებოდა…

    ან, პირიქით, მაგრად გავზარდოთ ქვედა ნაწილი და ტექსტი უფრო პატარა და ჰაეროვანი გაკეთდეს?

    თორემ ესე რაღაც კონტრასტი მაკლია, ნამეტანი თანაბარია ზედა და ქვედა ნაწილი. (?)

    იას სრულიად ვეთნხმები მარჯვენა მხარეს პატარა წრეების თაობაზე. მე ვერც შევამჩნევდი, მაგრამ მართალია, ხო იცი!

    ფერადი ვერტიკალები კარგია, მაგრამ აბა ერთიც ვნახოთ და კიდევ უფრო გამოვკვეთეთ ეს ვერტიკალები? გაუთამამდი, თათია, გაუთამამდი!

    კიდევ ერთი რამეც (გზადაგზა ვფიქრობ): მთლიანი ფორმმა, რაღაც ქვიშის საათისებრია – ქვემოთ მხრები და ზემოთ წარწერა – თითქოს უფრო მეტ მთლიანობას მთხოვს (ზედა და ქვედა უფრო მთლიანი რომ იყოს) და ცოტა მეტ პლასტიურობას. ძაან ვბოდავ?

    და ბოლოს: ეს General elektriks თითქოს შეიყვარე, მაგრამ დანარჩენ ტექსტს რას ერჩი? გთხოვ, ისიც შეიყვარო და ცოტა მოეფერო. მაგალითად, სტრიქონები ძალიანაა მიმჯდარი ერთმანეთზე; Gathering of the lost loves სტრიქონის გადატანა შინაარსობრივად ცუდად წყდება; საერთოდაც რაიმე უფრო ელეგანტურ (მაგალითად, ცოტა მსუბუქ) შრიფტს ხომ არ მოსინჯავდი? რა არის ეს არიალი და არიალი!

    რავი აბა…

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: