1. January 16, 2011 at 9:48 pm

    ეკა, რამოდენიმე კომენტარი შენს პლაკატებზე:

    1. პლაკატში “2010” იდეა სანამ გასაგები გახდება, ბევრი ფიქრი უნდა. ზღვიან და უზღვაო დედამიწას შორის, ჩემი აზრით, საკმარისი განსხვავება არაა ვიზუალურად. არც ემოციურად უზღვაო დედამიწა არ ტოვებს იმ მძიმე შთაბეჭდილებას, რაც უნდა დატოვოს ეფექტის მოსახდენად (თუ მე საერთოდ სწორად გავიგე პლაკატის იდეა). ამას გარდა, შავი წარწერა მუქ ნაცრისფერ ფონზე ვიზუალურად წამგებიანია – შორიდან პლაკატი საერთოდ არ იკითხება, მხოლოდ ორი ერთნაირი ნახევარმთვარისებრი ლაქა ჩანს.

    2.პლაკატი “ნატვრის ხე” ბევრად ეფექტურია. მთავარი გამოსახულება საკმაოდ კარგად ჩანს. შენს ადგილას მე ცოტა შრიფტსაც მივხედავდი: ტექსტის ბლოკს მართკუთხედის ფორმას მივცემდი, რომელიც ჯოხის სახელურის სიგანე იქნებოდა, ტექსტს ამ მართკუთხედში გავჭედავდი და უფრო მომგებიან გეომეტრიულ სურათს მივიღებდი…

    3. ნიღბიანი დედამიწის პლაკატში ძალიან არ მომწონს ტექსტი – ფაქტიურად საერთოდ არაა ნამუშევარი. ეს საერთოდ ყველა სტუდენტის საერთო სენია – ტექსტთან მუშაობა არც გინდათ და არც იცით. იმისთვის რომ პლაკატზე ვერტიკალური წარწერა წესიერად იკითხებოდეს, ბევრად უფრო მკაფიო (ჩემო აზრით, მსხვილიც) უნდა იყოს და არავითარ შემთხვევაში არა ამსიგრძე წინადადება… ამ შემთხვევაში, ჩემი აზრით, კარგი იქნებოდა წარწერა ქორიზონტალური გაგეკეთებინა და აზრობრივად დაგენაწევრებინა, ანუ მე მთავარ სიტყვებს გამოვყოფდი – უფრო მსხვილად ან უფრო მკაფიო ფერით – და დანარჩენს წვრილად დავწერდი და ტექსტით ცოტა ვითამაშებდი. მსხვილი ტექსტი ამპლაკატზე, ჩემი აზრით, ძალიან მოიგებდა.

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: