Home > ნადარეიშვილი თათია, Work > დავალება 3. ნაწილი 2

დავალება 3. ნაწილი 2

მეოთხე დავალების მეორე ნაწილში მინდა წარმოგიდგინოთ შეფუთვის რამოდენიმე ძალიან ლამაზი მაგალითი.პროდუქტის მთავარი ღირებულება,თუკი ის საკვები პროდუქტია, მდგომარეობს მის ხარისხში,ვგულისხმობ შემადგენლობას,გემოს,თუ რამდენად სასარგებლოა და ა.შ.ანუ მის ვარგისიანობას,მაგრამ ბაზარზე მისი წარმატების უმთავრესი ფორმულა მისი შეფუთვაა.ჩვენს დროში როდესაც დახლები სავსეა ათასობით სხვადასხვა მწარმოებლის პროდუქციით მყიდველის მიზიდვის ერთადერთი გზა პროდუქტის ეფექტურად და მიმზიდველად შეფუთვა გახდა.დიზაინერმა უნდა შეძლოს ისეთი შეფუთვის გაკეთება,რომ უზარმაზარ სუპერმარკეტებში,სადაც თვალს გვიჭრელებს უამრავი პროდუქტის ერთდროული აღქმა,რომელსაც ასე თუ ისე სტანდარტული, ერთმანეთის მსგავსი დიზაინი აქვს,ჩვენი ყურადღება შეაჩეროს რაღაც ერთზე.ეს არის ორიგინალობით გამორჩეული,მარტივი და მოსახერხებელი შეფუთვა.ამ შემთხვევაში არჩევანი შევაჩერე შეიძლება ითქვას მინიმალისტურად გადაწყვეტილ შეფუთვებზე,რომლებიც ძალიან მომწონს და ჩვენი მაღაზიების დახლებზე რომ წავაწყდე მე,როგორც მყიდველს ძალიან დამაინტერესებდა და აუცილებლად შევიძენდი.

წვენის ეს პაკეტები(მიუხედავად იმისა რომ ზედ დატანილი არაა არავითარი წარწერა) ამომწურავ ინფორმაციას გვაწვდის მისი შიგთავსის შესახებ,ხოლო მწარმოებლის შესახებ ინფორმაცია მოთავსებულია საწრუპავ ჩხირზე.ეს პროდუქტი ნამდვილად მიიქცევდა ჩემს ყურადღებას და თუ შიგთავსიც ისეთივე ექნებოდა როგორიც შეფუთვაა მისი აქტიური მომხმარებელიც გავხდებოდი,მაგრამ პირველი ამოცანა ანუ მიზიდვა შესრულებულია!

ასევე ჯემებიც-ყოველგვარი ცვრით დანამული ხილის ფოტოების გარეშე მარტივადაა მიღწეული ეფექტი,მხიარული და თვალშისაცემი ფერები მყიდველს იზიდავს და თან ერთი შეხედვით ნათელია რომელი ხილის ჯემია.ამ დეტალში სტანდარტულ შეფუთვას კიდევ იმით ჯობია,რომ არ გჭირდება ზედმეტი დაკვირვება წარწერასა და ხილის ნაირსახეობაზე,ამას მარტივად აგვარებს ფერი-ფორთოხლის ჯემი ფოთოხლისფერი შეფუთვითაა,მარწყვის-წითლით და ა.შ.დიზაინის საერთო ხაზიც შესანიშნავადაა დაცული.

შეფუთვა რომ მხიარულია ამას დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემი აზრით,წარმოიდგინეთ სამსახურიდან დაბრუნებული დაღლილი ადამიანი,შინ მისვლამდე სუპერმარკეტში შევლისას რომ აღმოაჩენს ასეთ პროდუქტებს, ვფიქრობ ცოტათი მაინც გახალისდება:)გისურვებთ ბევრ ასეთ და კიდევ უკეთესი დიზაინის პროდუქტს ჩვენს დახლებზე!:)))))

  1. January 16, 2011 at 5:14 pm

    არ ვიცი, არ ვიცი…

    პირველი მაგალითი (სულ არაფერი რომ არ აწერია, პლასტიკის ფაქტურიანი კივის თუ ქოქოსის და მარწყვის წვენი) მართლა ეფექტურია, თუმცა არ ვიცი ძვირი ხომ არაა წარმოებაში? ისე, ჩემი აზრით, სრულიად მინიმალისტური წარწერა არ გააფუჭებდა ამ დიზაინს. ჩემთვის მაინც აქვს ხოლმე მნიშვნელობა, მაგალითად, შემცველობას…

    მეორე მაგალითი (თეთრ ფონზე სქემატური გამოსახულებებით), ჩემი აზრით, უფრო მინიმალისტურადაც შეიძლებოდა გაკეთებულიყო. თითონ ეტიკეტის ასიმეტრიული ფორმა დამატებით ვიზუალურ ელემენტს ქმნის, რომელიც ყურადღებას იქცევს და არანაირ ახალ ინფორმაციას არ მაძლევს (და თან ცოტა არ იყოს დისკომფორტს მქმნის გაუწონასწორებელი კომპოზიციის გამო). ხახვის ეტიკეტი რატოა ლურჯი? თეთრი რომ ყოფილიყო, რა დაშავდებოდა? წარწერებიც ცოტა ზედმეტად მშრალი და რაღაც სამგლოვიარო მეჩვენება, ცოტა მართლა და მხიარული რომ ყოფილიყო, აჯობებდა.

    მესამე მაგალითი – თეთრი პიქტოგრამები ფერად ფონზე – არ მომწონს და რა ვქნა. აი რატომ:

    ჯერ ერთი, ფერებია ძალიან ჩამქრალი, ცოტათი იაფ ქაღალდზე ცუდი ნაბეჭდის შთაბეჭდილებას ტოვებს.
    მეორე, თითონ პიქტოგრამები არასაკმარისად მკვეთრად ჩანს ფონზე – პატარებია ფერშიც არასაკმარისად კონტრასტული.
    მესამე: ყველა ეტიკეტზე პიქტოგრამა და წარწერა მის ქვეშ ერთ ცენტრალურ ვერტიკალურ ღერძზეა გასწორებული. ფირმის ლოგო (თეთრ ფონზე ურიკა) რატომღაც გვერდზეა გადახრილი ამ ღერძიდან და მერე მიტყეპებულის შთაბეჭდილებას ტოვებს. თან ეს ლოგო ვიზუალურად ყველაზე ძლიერი ელემენტია – რაც ასევე არასწორი მგონია.
    მინის ქილებს ერთს ლურჯი ხუფი აქვს, მეორეს რატომღაც უჯრებიანი (?) რა იყო, ერთ ფერზე ვერ შეჩერდნენ?
    მე ამ დიზაინში ფერებს გავამკვეთრებდი და პიქტოგრამებს გავააქტიურებდი, კომპოზიციასაც უკეთ გავაწონასწორებდი.

    მეოთხე – გარგრის ჯემი – მომწონს, ოღონდ ფერში უფრო მკაფიო წარწერა კარგი იქნებოდა, ნამეტანი ღია ნაცრისფერი მეჩვენება.

    მეხუთე – წნილი: თითქოს ამასაც არა უჭირს, მაგრამ აქაც წარწერა მეჩვენება მიხალტურებული.

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: