Home > ნადარეიშვილი თათია, Work > დავალება 4.ნაწილი 1-წიგნის ყდა

დავალება 4.ნაწილი 1-წიგნის ყდა

 

როდესაც წიგნის ყდას განვიხილავთ შეიძლება ამაზე უკეთესი მაგალითები ავიღოთ,მაგრამ მე ეს იმიტომ გამოვარჩიე, რომ ხშირად ვაწყდები გარკვეულ დისკომფორტს ამ სერიის წიგნებთან მიმართებაში.

ეს წიგნები მასიური მკითხველისთვისაა განკუთვნილი და ჟურნალთან ერთად იყიდება, მისი ჟურნალთან ერთად ყიდვა ღირებულებას ამცირებს, მე არ ვიცი ამგვარი სპეციფიკა რამდენად განაპირობებს დიზაინის ხარისხს, ანუ წიგნის დაბალი ფასი უნდა ნიშნავდეს თუ არა, რომ კარგ დიზაინზე პრეტენზია არ უნდა გვქონდეს, მაგრამ ხომ შეიძლება დიზაინი იყოს სადა მაგრამ ასრულებდეს თავის ფუნქციას.

პირადად ჩემთვის ეს ძალიან არაკომფორტული დიზაინია და რატომ: ცნობილია რომ ყდის უმთავრესი ფუნქციაა ინფორმაციის მიწოდება შიგთავსის შესახებ, რასაც ამგვარად გადაწყვეტილი დიზაინიდან ვერ მივიღებთ, გარეკანზე წერია:

  • ,,მსოფლიო ლიტერატურა”
  • ,,რჩეული მოთხრობები”,
  • სერიის ლოგო, ტომის ნუმერაცია
  • ავტორების ფოტოები,

თუ ამ უკანასკნელს განვიხილავთ როგორც ელემენტს, რომელიც გვაწვდის ინფორმაციას იმის შესახებ თუ ვისი ნაწარმოებებია კრებულში მაშინ ის ვერ ასრულებს ფუნქციას- ძალიან რთულია სახეზე ცნობდე ყველა ავტორს. არც გარეკანზე და არც ტიტულზე არ არის ინფორმაცია ავტორების შესახებ, ამიტომ როდესაც წიგნის თაროსთან მივდივარ ჩემთვის საკითხავის ასარჩევად მიწევს სათითაოდ გადმოვიღო ყველა ტომი და წიგნის უკანა ფურცლებზე მოთავსებულ სარჩევში ამოვქექო ავტორების სია. ჩემთვის გაცილებით მოსახერხებელი იქნებოდა თუ ყდაზევე მივიღებდი საჭირო ინფორმაციას, მესმის, რომ რთულია 25 ავტორის ყდაზე განლაგება მაგრამ შეუძლებელი არაა. არ არის აუცილებელი ყველა ერთნაირად წაკითხვადი იყოს რადგან ყველა ავტორი ვარსკვლავი არ შეიძლება იყოს კრებულში , ძალიან უხეშ მაგალითს თუ მოვიყვანთ რაღაც მსგავსს გავაკეთებდი(რამოდენიმე წუთში გავაკეთე და რათქმაუნდა მხოლოდ მაგალითისთვისაა)

ავტორების გარეკანზე ან ტიტულზე გამოტანით წიგნი უფრო ეფექტურიც გახდებოდა ჩემი აზრით, თუმცა ეს სერია (რატომღაც, ალბათ დაბალი ფასის გამო) პოპულარულია და კარგად იყიდება. ასევე კარგი იქნებოდა თუ დიზაინერები ტომებს ჟანრების მიხედვით განასხვავებდნენ მაგალითად ფერით და ა.შ. ასეთ შემთხვევაში დიზაინი გააადვილებდა არჩევანს

  1. January 16, 2011 at 4:37 pm

    თათია, კარგი კომენტარია და შენი იდეაც მომწონს ამ სერიის სხვანაირი გაფორმების თაობაზე. ჩემი აზრით, სერიის აღმნიშვნელი ელემენტები ბევრად კომპაქტურად შეიძლება განთავსდეს – მეტიც, ვფიქრობ, ამდენი სხვადასხვა მარკერი სერიის ამოსაცნობად საჭირო არაა. რაც შეეხება ავტორების გვარების გამოყენებას ყდის დიზაინისთვის, ჩემი აზრით, კარგი იდეაა. ეგებ ვცადოთ ამის გაკეთება? ოღონდ ცხადია რაღაც მინიშნება სერიაზე ყდაზე აუცილებლად უნდა იყოს, რაკი გამომცემლობა თავის პროდუქტს ასე ხედავს.

    როგორც ხედავ, შენი პოსტი ცოტათი დავაფორმატე – ესეც ტექსტია და ყველანაირი ტექსტი იოლად რომ წაიკითხოს, ჯობია ცოტა სტრუქტურირებული იყოს.

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: