Home > Lectures > Layout 01 დიზაინის ფუნქცია: მაგალითები

Layout 01 დიზაინის ფუნქცია: მაგალითები

იმისთვის რომ უკეთ გავიგოთ, რას ვგულისხმობ დიზაინის ფუნქციაში, განვიხილოთ რამოდენიმე მაგალითი გრაფიკული დიზაინის ერთი სფეროდან – ესაა წიგნის ყდის დიზაინი.

სხვადასხვა ეპოქაში წიგნის ყდას სრულიად განსხვავებული ფუნქცია ჰქონდა. შესაბამისად იცვლებოდა ყდის დიზაინიც. სწორედ დიზაინსა და ფუნქციას შორის ამ შესაბამისობის ილუსტრაციას ემსახურება ქვემოთ მოყვანილი მაგალითები.

ხბოს ტყავი ხის ფირფიტებზე, XVს. Aulus Gellius, Noctes Atticae. თხის ტყავი, ოქროს ვარაყი წინა და უკანა ყდაზე. ვენეცია, 1515 Horae beatissimae Virginis Mariae. ანტვერპენი, 1570 ფსალმუნი. ნაქარგი მარგალიტით. ლონდონი, 1641

მაგალითი 1: შუა საუკუნეების წიგნები.

1. შუა საუკუნეებში წიგნის შეძენა მხოლოდ ძალიან ცოტას თუ შეეძლო. წიგნები ძალიან ძვირი და იშვიათი იყო. ასეთი წიგნების ყდები მზადდებოდა სპეციალურად კონკრეტული პირების შეკვეთით და ფუფუნების საგანს წარმოადგენდა. ამდენად, ყდის ერთ-ერთი ფუნქცია იყო მფლობელის სტატუსის ხაზგასმა, რაც მიიღწეოდა მდიდრული კაზმულობით.

2. ყდის ერთ-ერთი ფუნქციაა წიგნის ამოცნობა. კარის ბიბლიოთეკებში წიგნების დიდი რაოდენობა არ იყო, ამდენად  ამისთვის არ იყო აუცილებელი ყდაზე წიგნის სათაურის დაწერაც კი, რადგანაც წიგნის ცნობა შესაძლებელი იყო მისი ინდივიდუალური კაზმულობით. როგორც ვხედავთ, ოთხი ყდიდან სამზე არავითარი მინიშნება არაა წიგნის შინაარსზე. მეოთხე ყდაზე ვხედავთ მფლობელის ღერბს.

3. ყდის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია ამ დროს იყო წიგნის დაცვა (რადგანაც წიგნი ძალიან ძვირფასი ნივთი იყო), რაც მიიღწეოდა ძვირფასი და ძალიან გამძლე მასალის გამოყენებით.

გაგრძელება მომდევნო გვერდზე

Pages: 1 2 3 4

Categories: Lectures
  1. No comments yet.
  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: