Home > Lectures > Layout 01: დიზაინის ფუნქცია. სიტყვა დიზაინის მნიშვნელობა

Layout 01: დიზაინის ფუნქცია. სიტყვა დიზაინის მნიშვნელობა

ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელიც ქართული გრაფიკული დიზაინის (და, საერთოდ, ქართული დიზაინის) წინაშე დგას, ჩემი აზრით, ლინგვისტური ხასიათისაა.

სიტყვა Design ქართულში ინგლისურიდან არცთუ დიდი ხნის წინ შემოვიდა. მისი ძირია ლათინური signum, ინგლისურად – sign, ქართულად – ნიშანი. De-sign სიტყვასიტყვით შეიძლება ითარგმნოს, როგორც დანიშნულება. ინგლისური სიტყვის მთავარი მნიშვნელობაც ესაა: ზმნა to design ნიშნავს დანიშნულების მინიჭებას, რაიმეს ჩაფიქრებას, გამიზნვას, განკუთვნას გარკვეული დანიშნულების, ფუნქციის შესასრულებლად. მხოლოდ მოგვიანებით გახდა ეს სიტყვა პროფესიული საქმიანობისა და ამ საქმიანობის შედეგის აღმნიშვნელი. როცა ინგლისელი ამ უკანასკნელი მნიშვნელობით ხმარობს სიტყვას design, მას არც ამ სიტყვის სხვა მნიშვნელობები ავიწყდება.

როგორც ხშირად ხდება უცხო სიტყვის სესხებისას, ქართულ ენაში სიტყვა დიზაინი მხოლოდ ერთი ვიწრო მნიშვნელობით დამკვიდრდა, სიტყვის პირველადი და მთავარი მნიშვნელობა კი დაიკარგა. ქართველთა და, რაც განსაკუთრებით სავალალოა, ქართველ დიზაინერთა უმეტესობისთვის დიზაინი არის უბრალოდ “ის, რასაც აკეთებს დიზაინერი”. აქ ძირითადად, გულისხმობენ საკმაოდ ბუნდოვან წარმოდგენას ამა თუ იმ ობიექტის “სილამაზის”, “მორთულობის”, უკეთეს შემთხვევაში “ვიზუალური გადაწყვეტის” შესახებ. ყურადღების მიღმა რჩება, რომ დიზაინი, პირველ ყოვლისა, არის ნივთის იმგვარად გააზრება, რომ მან სავსებით განსაზღვრული ფუნქციები კარგად შეასრულოს.

დიზაინში მთავარია ობიექტის დანიშნულების გააზრება. დიზაინი, რომელიც მკაფიო ფუნქციონალურ ამოცანას არ ემყარება, ჩემი აზრით, უბრალოდ არ არის დიზაინი. ეჭვი მაქვს, რომ ინგლისელი დიზაინერები იმითიც სჯობნიან მრავალი სხვა ქვეყნის დიზაინერებს (არა მარტო ქართველებს), რომ თავად ინგლისური სიტყვა Design მათ ამის დავიწყების საშუალებას არ აძლევს.

Categories: Lectures
  1. No comments yet.
  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: