აფიშები

ჩემი აზრით არტ გენის ლოგო არის უფრო პატარა ვიდრე შეილება იყოს და ლოგოები არის უცნაურად განაწილებული.შორიდან შრიფტი არის კარგად წასაკითხად,მაგრამ გაუგებრად არის გამოყენებული წითელი ფერი,წარწერების გამოსაყოფად.


აქ შრიფტი ნამდვილად კარგად იკითხება,სწორად არის გამოყენებული წითელი  ფერი,როგორც საახალწლო განწყობის შესაქმნელად. თვითონ ინგლისურად დაწერილი არის ცუდად,რადგან არის საკმაოდ მიტყუპებული,მაგრამ ამის მიუხედავად მაინც იკითხებააა რაც წერია.

აქ მთავარი ნიშანი ჯეოსელის და ჯეოსელის ლოგო არ არის გამოყოფილი.უნდა იყოს ბევრად დიდად დაწერილი ვიდრე სხვა რამეეები,კომპოზიციურად არ არის ცუდად განაცილებილი. ვფიქრობ რომ რომ ” გაიგე” და ზემოთ ჯეოსელი ერთნაირი სიდიდის უნდა იყოს რომ თვალმა ყურადგება მიაქციოს და კარგად იკითხებოდეს.

  1. January 7, 2011 at 1:41 pm

    ელენე, დანარჩენი ორი კომენტარი?

  2. January 9, 2011 at 8:08 pm

    ელენე, აი, მე რას ვფიქრობ:

    1. არტ გენის ბანერზე გეთანხმები, რომ მთავარი ლოგოტიპი უფრო ძლიერად უნდა იყოს გამოკვეთილი. უბედურება ისაა, რომ თითონ ლოგოტიპი არის ძალიან სუსტი. მისი ფორმა არის სამკუთხედი, მაგრამ ეს სამკუთხედი იმდენად სუსტი (წონის არმქონე) ხაზებითაა შექმნილი, რომ ფორმა ვერ იკვრება. ამიტომ მისი გამოკვეთა ძნელია… ალბათ ზომაში მაინც გაზრდა აჯობებდა.

    ასევე გეთანხმები, რომ ლოგოები უაზროდაა განაწილებული. მარცხენა ზედა კუთხე საერთოდ ის ადგილია, საიდანაც ჩვენი თვალი ბუნებრივად იწყებს კითხვას. უ ამ ადგილას მეტ-ნაკლებად ძლიერი აქცენტია მოთავსებული, თვალი პირველ რიგში მას კითხულობს. ამ შემთხვევაში ევროკავშირის დროშა კონკურენციას უწევს არტგენის ლოგოს. ამის შემდეგ თვალი იბნევა და აღარ იცის საით წავიდეს, ისე აბნეულადაა დანაჩენი ლოგოები…

    ყოველივე ამის ფონზე წარწერა (ფესტიველი არტგენი დ.ა.შ.) სრულიად იკარგება.

    წითელი აქცენტები მართლაც გაუგებარია, მაგრამ არ გეთანხმები იმაში, რომ შრიფტი კარგია ან კარგადაა გამოყენებული. პირქით, ჩემი აზრით, შრიფტი უკიდურესად სუსტია.

    ჯერ ერთი, მთავრული შრიფტი ზოგადად უფრო ძნელი წასაკითხია ვიდრე მხედრული და, როგორც წესი, ქორიზონტალური ხაზის შესაქმნელად გამოიყენება (ანუ სტრიქონი ქმნის ფორმას. ჩვენ შემთხვევაში სტრიქონები ისეა მიმჯდარი ერთმანეთზე, ბანერის კიდეზე და გარემომცველ გამოსახულებებზე, რომ არავითარი გეომეტრიული სურათი ამით არ იქმნება. თანაც წარწერა ძალიან ბაცია. კონტრასტისთვის ის გარშემო ბევრად დიდ სივრცეს მოითხოვს, ვიდრე ამ ბანერზეა.

    მეორეც, თავად შრიფტია სუსტი. დააკვირდი: ასო ფ-ში თვალი ბევრად პატარა ჩანს, ვიდრე რკალი მის მარჯვნივ. ამავე ასოში ქვედა მუცელი ბევრად დაბალია, ვიდრე რკალი მის ზემოთ. თითონ ასო მარცხნივ ყირავდება, ვინაიდან საყრდენი წერტილი მარჯვნივაა გადანაცვლებული. ასო ე-ში ქვედა რკალი ზედაზე პატარა ჩანს. ს-ში უცებ რატომღაც გამოყენებულია მოხრილი წვეტი, რომელის მსგავსიც არც ერთ სხვა ასოში არ გვხვდება, ანუ ეს ასო სტილისტურად ამოვარდნილია. ტ-ში მარცხენა რკალის თავი დაბალი ჩანს. ი-ში ქვედა მომრგვალებები არათანაბარია – რატომ, გაუგებარია. ა და ვ ორივე მარცხნივ ყირავდება. ლ-ს ძირის მომრგვალების გამო ასო არამდგრადია, თან მარჯვენა რკალი დანარჩენ ორზე დიდია…. მოკლედ, ეს შრიფტი უკიდურესად არაპროფესიონალურის შთაბეჭდილებას ტოვებს. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, თვალი ასეთ რამეებს ხვდება – თუმცა ყველა ვერ აანალიზებს – და ეს ისეთ ცუდ შთაბეჭდილიებას ტოვებს, რომ ვერანაირი დიზაინი ამას მერე ვერ შველის.

  3. January 9, 2011 at 8:27 pm

    მეორე მაგალითი ნაკლებ საინტერესო მეჩვენება, ამიტო მესამეზე დავწერ (ჯეოსელის რეკლამა):

    ყველაზე კარგად მთელ ამ აბრაზე ჩანს წარწერა 600მ – გაუგებარია, რა ხდება 600 მერტში. ახალი ამბების გაგება შეიძლება იქ თუ რა?

    ახლა ზედა ნაწილი: წინადადებაში “გაიგე ახალი ამბები ტელ. 700500” მთავარია სიტყვები “ახალი ამბები” ან ნომერი “700 500” ორივეზე შეიძლება აქცენტის გაკეთება. ამას რომ მიხვდე, წარმოიდგინე, რომ
    ა) აბრაზე წერია მხოლოდ სიტყვა “გაიგე”
    ბ) აბრაზე წერია მხოლოდ “ახალი ამბები (დიდად) და ტელეფონი 700500 (პატარად)
    გ) აბრაზე წერია მხოლოდ ტელეფონი 700500 (დიდად) და “ახალი ამბები” (პატარად)
    რომელ შემთხვევაში არის აბრა ყველაზე უფრო გაუგებარი და უაზრო?

    სწორედ ეს ყველაზე უაზრო ვარიანტი აირჩია ჩვენმა დიზაინერმა….

    ის წითელი წერტილი ვითომ ყურადღებას რომ უნდა იქცევდეს, იისფერ ფონზე რომ არჩანს?

    ამ აბრაში მთავარი ინფორმაცია (ჩემი აზრით, უფრო მთავარი, ვიდრე ჯეოსელის ლოგო) – პროდუქტის დასახელება და ტელეფონის ნომერი –
    ყ ვ ე ლ ა ზ ე წ ვ რ ი ლ ი ა ს ო ე ბ ი თ არის აკრეფილი!!!

    არ ვარგა, ჩემო ელენე, ასეთი დიზაინი.

    შრიფტიც ცუდია: დააკვირდი, როგორ ვარდება სტრიქონიდან ასო ა – დაბალია; როგორაა წამოქცეული მარცხნივ ასო მ და მარჯვნივ – ასო ე, როგორი თავი აქვს ასო გ-ს (ბაიბე ახალი ამბები).

    აი, შენ დავალება: გააკეთე ბილბორდი არტგენისთვის – უკეთ დალაგებული, ვიდრე შენს გადაღებულ მაგალითზეა…

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: