Home > Lectures > დავალება N 1: შრიფტების კლასიფიკაცია

დავალება N 1: შრიფტების კლასიფიკაცია

გადახედეთ სტატიას An Introduction to Type, ლინკებში დავდევი მარჯვენა მხარეს. დააკვირდით შრიფტის შემდეგ მახასიათევლებს:

  1. მთავრული/ნუსხური
  2. სერიფების არსებობა/არარსებობა და რამდენად გამოხატულია სერიფები
  3. როგორ ხდება სერიფების შეუღლება ძირითად შტრიხთან (ხდება თუ არა რბილი გადასვლა)
  4. სერიფები დახრილია თუ სწორი
  5. რამდენად ძლიერია კონტრასტი სქელ და წვრილ შტრიხებს შორის
  6. მრგვლოვანი ასოების თვალი დახრილია თუ ვეტიკალური
  7. როგორია შეფარდება ასოს შუა ნაწილის სიმაღლესა (x-height) და შრიფტის ზომას შორის

ეს არის ძირითადი მახასიათებლები, რომლებიც განსაზღვრავენ შრიფტის სტილს – აქ იგულისხმაბა ისტორიული პერიოდიც (უფრო სწორად, ზუსტად ეგ იგულისხმება). ქვემოთ მოყანილ სურათში ეს განსხვავებები კარგადაა ჩამოყალიბებული.

დააკვირდით ქართული შრიფტების ნიმუშებს და მოიფიქრეთ, რა განსხვავებას და რა ანალოგიას ხედავთ. რა პარამეტრებით შეგიძლიათ დაახასიათოთ ქართული შრიფტები? რომელი მათგანი ტოვებს თქვენზე უფრო ძველის, რომელი უფრო თანამედროვეს შთაბეჭდილებას? რომელი მოგწონთ და რომელი არა და როგორ ფიქრობთ, რატომ?

თქვენი პასუხები ატვირთეთ კატეგორიაში Work თქვენი სახელით

Categories: Lectures
  1. No comments yet.
  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: