Home > Blog Assistant > პოსტების კატეგორიები ჩვენს ბლოგზე

პოსტების კატეგორიები ჩვენს ბლოგზე

როდესაც ბლოგზე პოსტს ატვირთავთ, გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ კატეგორია. ჩვენს ბლოგზე შემდეგი კატეგორიებია:

Lectures – ამ კატეგორიაში მე ავტვირთავ ვიდეოგაკვეთილებს და ლექციებს სხვადასხვა თემაზე და მოგცემთ დავალებებს. ხშირად შეამოწმეთ ეს კატეგორია, რომ დავალებები არ გამოგრჩეთ.

Work – ეს კატეგორია თქვენთვისაა. აქ მე გავაკეთე ქვეკატეგორია თითოეული თქვენგანისთვის, სადაც ატვირთავთ თქვენს მასალას. ამ კატეგორიაში აპოსტეთ ყველანაირი იდეა, მონახაზი, ესკიზი. ეს სამუშაო გვერდია და არა საგამოფენო, ამიტომ მზა ნამუშევრებზე უფრო მუშაობის პროცესი უნდა აიტვირთოს. ეს იმისთვის მინდა, რომ თქვენს ნამუშევრებზე კომენტარი დაგიწეროთ. კარგს იზამთ, თუ ერთმანეთის ნამუშევრებსაც ნახავთ და დააკომენტებთ, ოღონდ საქმიანად – ვა რა მაგარია ტიპის კომენტარები და სმაილები არ გამოგვადგება.

ამავე კატეგორიაში (ანუ თითოეულმა თქვენ-თქვენ ქვეკატეგორიაში) ატვირთეთ ის დავალებები, რასაც ლექციების კატეგორიაში მოგცემთ.

Impressions – ეს კატეგორია სპეციალურად იმ მასალისთვისაა,  რაც დაინახეთ და რამაც თქვენზე შთაბეჭდილება მოახდინა. ეს შეიძლება იყოს ჩანახატები ან ფოტოები იმისი, რასაც ნახავთ, ინტერნეტიდან გადმოწერილი მასალა, მუსიკა, საინტერესო საიტი, სხვისი ნამუშევარი – ყველაფერი, რისი გაზიარებაც გინდათ.  ამ მიმართულებით მუშაობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მე უკვე გითხარით, რომ თვალი (და ტვინი) გამუდმებით უნდა ავარჯიშოთ და სულ ღია გქონდეთ. ამისთვის კატეგორიაში Lectures სპეციალურ დავალებებს მოგცემთ.

ძალიან გთხოვთ, ამ გვერდზე რაც შეიძლება ბევრი ვიზუალური მასალა ატვირთოთ და ნაკლები ლინკები, უფრო სწორად, თუ ლინკის დადება გინდათ, პოსტშივე ვიზუალური მასალაც მოაყოლეთ.

სექციაში Impressions თქვენს გვარს და სახელს ნუ მიუთითებთ.

Questions – თუ რამე ვერ გაიგეთ ან შეკითხვა გაგიჩნდათ ნებისმიერ თემაზე, ამ კატეგორიაში აპოსტეთ და ვეცდები გიპასუხოთ.

Blog Assistant – აქ მე ავპოსტავ მასალას, რომელიც დაგეხმარებათ ბლოგით სარგებლობაში – ყველას ცალ-ცალკე რომ არ გიხსნათ.


Categories: Blog Assistant
  1. No comments yet.
  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: